
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის კონგრესმენი ბრედ შერმანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას სწრაფი და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ღრმად შეწუხებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც ის დაიჭირეს დაუსწრებლად შეფარდებული ბრალდებების საფუძველზე, რასაც ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტოვირებულ საქმეს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რამაც შეასუსტა ხალხის ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების მიმართ, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გეზისთვის.
როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში. სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველები ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად”, – აღნიშნულია კონგრესმენის განცადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს