კონფერენცია "ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში" გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, კონფერენცია "ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს, რომელთაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებას აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ასევე ქართულ მწერლობაში ასახული ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი როლის გამოკვეთას აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
კონფერენცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს