“კონფლიქტით დაინტერესებულია მხოლოდ რუსეთი” – ნაუსედა პოლონეთს და უკრაინას მოუწოდებს, დიალოგს დაუბრუნდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პოლონეთს და უკრაინას მოუწოდებს, დაარეგულირონ მარცვლეულის დავა და დაუბრუნდნენ საერთო დიალოგს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის უთანხმოებით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.
“მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, არ გაამწვავონ სიტუაცია, შეეცადონ ჯერ მისი სტაბილიზაცია, შემდეგ კი ნორმალურ დიალოგს დაუბრუნდნენ ორმხრივ საფუძველზე, შეეცადონ ამ საკითხს კონსტრუქციულად მიუდგნენ“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტით.
“ჩვენ ყველას ერთი და იგივე გვინდა – უკრაინის სწრაფი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში. ვინ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტით? ერთადერთი სუბიექტი არის რუსეთის ფედერაცია. შეიძლება ბელარუსიც, მაგრამ მე მას ცალკე აღარ განვიხილავ”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
თაგები:
გიტანას ნაუსედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს