
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ლექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ.
“ყველა ველოდებოდით ამას, მე განსაკუთრებით, იმიტომ, რომ რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდებოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. შევეცდებით ყველამ ერთად გადავწყვიტოთ ეს რაღაცები და ერთპიროვნული არ იყოს ეს, მთავარი ძალა აქვს ხალხს გადაბარებული.
დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო და არც პირველი არ არის, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება უკვე”, – განაცხადა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა.
კონსერვატორიის რექტორის არჩევნებამდე 10 დღით ადრე მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე არჩევნების პროცესი შეჩერდა.
თაგები:
კონსერვატორია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს