Logo

კონსილიუმის დასკვნით, გლდანის ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის მზად არ არის

Frontnews image description

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, გლდანის ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის მზად არ არის. 

 

ექიმ გიორგი გრიგოლიას თქმით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო ცუდად აღჭურვილი არ არის, თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. 

 

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ვინაიდან ის უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. მას აქვს ენცეპალოპათიის ნიშნები, აქვს რეზისტენტული ჰიპოკალიემია, ანუ კალიუმის ნაკლებობა, აქვს დაბალი ჰემოგლობინი, რაც თალასემიასთან კომბინაციაში ქმნის საფრთხეს. ასევე, თავად აღნიშნავს გასტროიდიოდენალურ სისხლდენას. ყველაფერი ეს ჯდება კრიტიკული მდგომარეობის სტატუსში”, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. 

 

ექიმის თქმით, გლდანის მე-18 კლინიკაში ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილის პალატის გვერდით გახსნეს რეანიმაციული განყოფილება, ასევე გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა, მორიგეობს ზოგადი პროფილის ერთი ექიმი. 

 

“სულ გადმოყვანილია 5  ექიმი – 1 დღის და 4 ღამის. მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი და იმედია, არც იქნება, მაგრამ ის არის პაციენტი, რადგან მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება.

 

ინტენსიური თერაპია გულისხმობს სითხეების მიღებას, ვიტამინების და მინერალების მიღებას, გადასხმებს, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ეს ყველაფერი არ კეთდება გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მე არ ვიცი, იქ რა ტაქტიკაა, მაგრამ სააკაშვილი არის თავის ოთახში და გვერდით ოთახში არის გამზადებული რეანიმაციული ბრიგადა”, – განაცხადა ექიმმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები