
ავტორი
Front News საქართველო
“მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიხსნან ნამდვილი პრეზიდენტი და არა ის, რომელიც გამოუგონა პუტინმა – იბრძოლეთ, სააკაშვილისთვის” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარ აქცენტებში” რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა, “დასავლური არჩევანის” თავმჯდომარემ კონსტანტინ ბარავოიმ განაცხადა.
“მე უდიდესი პატივისცემით ვეპყრობი მიხეილ სააკაშვილს. დიდად განვიცდი, რომ მას საკუთარ სამშობლოში უწევს ასეთი რამის გადატანა. იმედი მქონდა, რომ როდესაც ჩამოვიდოდა საქართველოში, ამაყი ქართველი ხალხი არ მისცემდა ნებას, რომ მისი პრეზიდენტი ციხეში ჩაესვათ, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული.
მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიცვას საკუთარი ღირსება და საკუთარი ნამდვილი პრეზიდენტი და არა ის, რომელიც გამოუგონა მას პუტინმა. იბრძოლეთ სააკაშვილისთვის“, – განაცხადა ბარავოიმ.
ის ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერსაც გამოეხმაურა.
“ივანიშვილი ახლაც პუტინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და აუცილებლად მოხდება მისი დასანქცირება”, – აცხადებს ბარავოი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს