კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
თაგები:





