კონსტანტინე ბუზალაძე - სამომავლოდ კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება, რომელიც ბავშვებზე, ახალგაზრდებზე მორგებული იქნება


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში, ტანას ხეობაში, კონკრეტულად სოფელ ბიისში, მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის. დაახლოებით 400-ზე მეტ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდში დაესვენა, გასცნობოდა სამთო ტურიზმს, საბანაკე ცხოვრებას, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კონსტანტინე ბუზალაძემ განაცხადა.
ბუზალაძემ მადლობა გადაუხადა ბანაკის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მომავალში მხარს დაუჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისკენ იქნება მიმართული.
"ბიისის ბანაკის გარდა, გორის მუნიციპალიტეტი ასევე აფინანსებს ბაკურიანის ბანაკს. სამომავლოდ კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება, რომელიც ბავშვებზე, ახალგაზრდებზე მორგებული იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბანაკის ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბავშვების განწყობაზე ზრუნავდა. სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც განავითარებს ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობას სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით", - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს