კონსტანტინე ბუზალაძემ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად გორში, წმინდაწყლის დასახლებაში შეხვდა მოსახლეობას.
ბუზალაძემ ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ოსიშვილი წარუდგინა და სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
“მოსახლეობას წარვუდგინეთ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ოსიშვილი.
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე, ასევე განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე.
მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული”, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე.
თაგები:
კონსტანტინე ბუზალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს