
ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და მოსამართლე ასრულებს დავალებას, - ამის შესახებ დაკავებული ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ აპირებენ უსამართლობასთან შეგუებას.
“სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის უსამართლო, იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და მოსამართლე ასრულებს დავალებას.
იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ. როგორც აქამდე იყო უამრავი ადამიანი ციხეში, ახლაც ასეა, შესაბამისად, ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილს და დავით სტურუას თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ექიმი გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე საქმის განხილვის პერიოდში გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულები. მათი პატიმრობა დაკავების დღიდან აითვლება. გირაოს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ექიმი გოგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
თაგები:
კონსტანტინე ჩახუნაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს