კორნელი კაკაჩია – საზოგადოებამ უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება, რა ტიპის ქვეყანაში სურს მას ცხოვრება

ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებამ უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება, რა ტიპის ქვეყანაში სურს მას ცხოვრება. თუ მათ უნდათ, გააგრძელონ ევროპული ტიპის სახელმწიფომ მშენებლობა, ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ გამოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობისგან ყველა ელოდება, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
“მთავრობისგან ყველა ელოდება, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გარემოში, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაატარონ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია.
თვითონ საზოგადოების მიმართ მოლოდინი არის, რომ ამ საზოგადოებამ მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის ქვეყანაში სურს მას ცხოვრება. თუ მათ უნდათ, გააგრძელონ ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ გამოვა”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
თაგები:
კორნელი კაკაჩია




