კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევიდან 641 თბილისში გამოვლინდა, 109 – სამეგრელო–ზემო სვანეთში


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 38, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 381, აჭარაში – 391, იმერეთში – 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში – 224, აჭარაში – 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 – თბილისში, 177 – აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 249, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 380 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი
თაგები:


კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევიდან 538 თბილისში გამოვლინდა, 119 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 103 – აჭარაში

კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევიდან 664 თბილისში გამოვლინდა, 120 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა, 126 – აჭარაში, 123 – სამეგრელო-ზემო-სვანეთში