Logo

კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა, 224 – აჭარაში

საზოგადოება
463
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 45, შიდა ქართლი – 33, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 870, აჭარაში – 497, იმერეთში – 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 523- აჭარაში. 16 546  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები