Logo

კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევიდან 699 თბილისში გამოვლინდა, 114 – აჭარაში, 184 – იმერეთში

საზოგადოება
403
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა – 114, იმერეთი – 184, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 43, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 199, აჭარაში – 454, იმერეთში – 538. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 416, აჭარაში – 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 14, იმერეთში – 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 – თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 55, ხოლო აჭარაში – 33.

სულ  6 ოქტომბრიდან – 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 759 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 998 პირი, აჭარაში – 1 916, იმერეთში – 1 707.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები