კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევიდან 756 თბილისში გამოვლინდა, 116 – აჭარაში, 97 – იმერეთში

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 84, ხოლო აჭარაში – 8.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 179 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 813 პირი, აჭარაში – 1 983, იმერეთში – 958
თაგები:





