Logo

კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევიდან 559 თბილისში გამოვლინდა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 311, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 93, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 269, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057 საიდანაც: 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 493, აჭარაში – 369, იმერეთში – 897. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 115, იმერეთში – 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი,  მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 22, იმერეთში – 26. 768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 401 – თბილისში, 189 – აჭარაში. 

 

14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები