Logo

კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევიდან 72 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
769
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  697, აჭარაში – 152, იმერეთში – 266. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 115, აჭარაში – 27, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 4, იმერეთში – 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 – თბილისში, 12 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 145, ხოლო აჭარაში – 17.

სულ  6 ოქტომბრიდან – 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 568 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 417 პირი, აჭარაში – 453, იმერეთში – 679.

თაგები:

Advertisement