Logo

კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევიდან 89 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1165
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 12, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  698, აჭარაში – 139, იმერეთში – 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში.  1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. სულ  6 ოქტომბრიდან – 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 642 პირი.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544 პირი, აჭარაში – 477, იმერეთში – 647.

თაგები:

Advertisement