Logo

კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევიდან 716 თბილისში გამოვლინდა, 321 – იმერეთში

საზოგადოება
1091
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 233, აჭარაში – 608, იმერეთში – 1 059. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 507, აჭარაში – 146, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი,  მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 24, იმერეთში – 29. 

 

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 351 – აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 1.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები