Logo

კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1162
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა – 299, იმერეთი – 190, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 62, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 805, აჭარაში – 451, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 5, იმერეთში – 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 – თბილისში, 499- აჭარაში. 17 191   პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 10.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 974 პირი.

 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 827, პირი, აჭარაში – 2 777, იმერეთში – 1 980.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები