კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევიდან 918 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 414, ქვემო ქართლი – 195, შიდა ქართლი – 172, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204, კახეთი – 242, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 808, აჭარაში – 732, იმერეთში – 1 077.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.
2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 – თბილისში, 631 – აჭარაში.
თაგები:
კორონავირუსი




