კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევიდან 1 557 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 667, აჭარაში – 279, იმერეთში – 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი, მათ შორის, თბილისში – 420, აჭარაში – 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 – თბილისში, 334- აჭარაში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 963 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 694, პირი, აჭარაში – 1 685, იმერეთში – 1 399. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %
თაგები:
კორონავირუსი