Logo

კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევიდან 803 თბილისში გამოვლინდა, 559 – იმერეთში

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 559, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 425, აჭარაში – 365, იმერეთში – 979. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში – 335, აჭარაში – 87, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი,  მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 – თბილისში, 185 – აჭარაში. 

 

16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები