კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევიდან 135 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 23, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 19.
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 554 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 328 პირი, აჭარაში – 543, იმერეთში – 734.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს