კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევიდან 86 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო – ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთთ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების 5 422 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 321, აჭარაში – 186, იმერეთში – 499.
ამ დროისთვის საქართველოში 258 351 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 249 709, ხოლო 3 194 პაციენტი გარდაიცვალა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა