Logo

კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევიდან 141 თბილისში გამოვლინდა, 46 – იმერეთში

საზოგადოება
955
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 16, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  682, აჭარაში – 140, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 23, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 632 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 548 პირი, აჭარაში – 492, იმერეთში – 647.
 

თაგები:

Advertisement