Logo

კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევიდან 920 თბილისში გამოვლინდა, 700 – იმერეთში

საზოგადოება
987
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 700, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 149, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 315, კახეთი – 586, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 747, აჭარაში – 470, იმერეთში – 1 255. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 81, იმერეთში – 412. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი,  მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 18, იმერეთში – 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 – თბილისში, 189 – აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები