კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევიდან 1 444 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 472, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 286, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 231, კახეთი – 188, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 336, აჭარაში – 509, იმერეთში – 1 240.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 124, იმერეთში – 443. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 38, იმერეთში – 32.
1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 – თბილისში, 261 – აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




