Logo

კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევიდან 1 566 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1547
Frontnews image description

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 602, ქვემო ქართლი – 193, შიდა ქართლი – 300, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 253, კახეთი – 159, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 316. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 122, იმერეთში – 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი,  მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 32, იმერეთში – 32. 

 

1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 – თბილისში, 279 – აჭარაში.  37 188 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები