კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევიდან 1 596 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 240, შიდა ქართლი – 307, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708 საიდანაც:
• 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 – თბილისში, 241 – აჭარაში.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 0.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 272 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




