კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევიდან 1 491 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა – 172, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 327, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 199, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:
• 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 596, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 389.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 633, აჭარაში – 124, იმერეთში – 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32.
• 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 – თბილისში, 253 – აჭარაში.
• 37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




