Logo

კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევიდან 1 657 თბილისში გამოვლინდა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც:

• 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 562, იმერეთში – 1 353.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 103, იმერეთში – 508. 

 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,  მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 42, იმერეთში – 35.

 

• 1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 267 – აჭარაში.

 

• 40 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 193 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები