Logo

კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევიდან 188 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
520
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 16, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  670, აჭარაში – 135, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 19, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 – თბილისში, 29 – აჭარაში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 136, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 609 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 613 პირი, აჭარაში – 499, იმერეთში – 702.

თაგები:

Advertisement