Logo

კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევიდან 1 352 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1541
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 201, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 264. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში – 509, აჭარაში – 122, იმერეთში – 455. 

 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 26, იმერეთში – 30. 

 

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 549 – თბილისში, 241 – აჭარაში.  43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები