კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევიდან 1 924 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა – 591, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 056, აჭარაში – 725, იმერეთში – 905. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 240 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 121, იმერეთში -281.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 18, იმერეთში – 15. 2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 – თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




