Logo

კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევიდან 1 359 თბილისში გამოვლინდა, 1 060 – იმერეთში

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 563, აჭარაში – 402, იმერეთში – 1 119.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში – 334, აჭარაში – 77, იმერეთში – 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი,  მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

 

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 221 – აჭარაში.

 

21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

Advertisement