კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევიდან 1 379 თბილისში გამოვლინდა, 1 028 – იმერეთში, 889 – კახეთში


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 605, აჭარაში – 435, იმერეთში – 1 161.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 333, აჭარაში – 78, იმერეთში – 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 18, იმერეთში – 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 – თბილისში, 241 – აჭარაში.
24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი