Logo

კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევიდან 216 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
267
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  730, აჭარაში – 137, იმერეთში – 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 1259, აჭარაში – 19, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 35 – აჭარაში.  2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 84, ხოლო აჭარაში – 19.
სულ  6 ოქტომბრიდან – 19 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 727 პირი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 498 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 201 პირი, აჭარაში – 548, იმერეთში – 897.

თაგები:

Advertisement