Logo

კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევიდან 263 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1069
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი –  7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 419, აჭარაში – 499, იმერეთში – 571. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში – 443, აჭარაში – 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 6, იმერეთში – 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 16 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 664 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 332 პირი, აჭარაში – 1 482, იმერეთში – 1 855.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები