Logo

კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევიდან 265 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1289
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  728, აჭარაში – 155, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 24, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 3, იმერეთში – 12. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 – თბილისში, 35 – აჭარაში.  2 124  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 88, ხოლო აჭარაში – 15.

სულ  6 ოქტომბრიდან – 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 794 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 211 პირი, აჭარაში – 636, იმერეთში – 935.

თაგები:

Advertisement