კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევიდან 290 თბილისში გამოვლინდა, 79 – იმერეთში


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 29, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 711, აჭარაში – 141, იმერეთში – 247. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 21, იმერეთში – 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 3, იმერეთში – 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 21.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 654 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 478 პირი, აჭარაში – 363, იმერეთში – 702.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს