Logo

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევიდან 340 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
696
Frontnews image description

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:

2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.

3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
 

თაგები:

Advertisement