Logo

კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევიდან 359 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
392
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა – 79, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15.

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 – თბილისში, 342 – აჭარაში.

10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 638 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 413 პირი, აჭარაში – 1 809, იმერეთში – 1 383

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები