Logo

კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევიდან 463 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
496
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში.  3 719  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 213 პირი, აჭარაში – 1 291, იმერეთში – 1 018.
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები