Logo

კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევიდან 527 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1421
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 95, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 28, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 75, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი –  21, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 6, იმერეთში – 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 660 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 233 პირი, აჭარაში – 1 599, იმერეთში – 1 719.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები