
ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
“არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები. რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არა ერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში კოვიდ19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა 2 საბავშვო ბაღი. ორივე შემთხვევაში, ვირუსი დაუდასტურდა აღსაზრდელს. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა ორი საბავშვო ბაღი – მე-100 და 45-ე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს