
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, კოტე ლოლაშვილს დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული და 3 დღის განმავლობაში დედოფლისწყაროში, ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დამძიმდა, ის თბილისში გადმოიყვანეს.
ლოლაშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.
კოტე ლოლაშვილი წლების განმავლობაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი იყო. გარდაცვლილს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს