
ავტორი
Front News საქართველო
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, კორონავირუსი წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს.
“ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს, აქედან ორი ჩვილია, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე.
ზოგადად, ავადობა არის ძალიან მომატებული, რადგანაც ცირკულირებს დელტა შტამიც და ძალიან გადამდებია. გვიჩვენა პრაქტიკამ, რომ ყოველი ახალი მუტაცია უფრო და უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ მხრივ, ბავშვებიც არ არიან გამონაკლისი, რადგან წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში სულ 71 ბავშვი მკურნალობს.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს