
ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსით ცნობილი ქართველი შემსრულებელი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია გარდაიცვალა.
ის კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
ორი წლის წინ საქართველოს პატრიარქმა ლია სალაყაია საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იგი დღესვე დასვენდება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
დაკრძალვა შედგება შაბათს, სამთავროს დედათა მონასტერში. გამოსვენება: სამების საპატრიარქო ტაძრიდან 14:00 საათზე.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს