
ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსით ქართველი მეცნიერი პაატა გიორგაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
„ძალიან სამწუხარო ამბავი. COVID-თან ბრძოლაში დამარცხდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი ბატონი პაატა გიორგაძე.
ბატონი პაატა იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქვეყნის ამაგდარი, გამორჩეული ინტელიგენტი და უბრალოდ დიდი პიროვნება. იგი ორი კვირა ებრძოდა COVID-ს. ცენტრის კოლექტივმა გააკეთა შესაძლობლობის მაქსიმუმი, თავგანწირვით იბრძოლა მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს